Wednesday, April 17, 2013

                                                               




რაბათი    ქალაქ  ახალციხის  სიამაყეა,  მას ამ  ბოლო ხანებში ჩაუტარდა რესტავრაცია  დდა  ძალიან  გალამაზდა,  ამის    შედეგად  ახალციხეში  ჩამოვიდა   ბევრი  ტურისტი.  აშენდა  სასტუმროები  და   სხვ...       რაბათი   აშენდა მეთორმეტე   საუკნეში.

ახალციხე 1887 წელს.
რაბათი რესტავრაციის  შემდეგ.
რაბათი   ესტავრაციამდე.

   
ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლება გაჩნდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე, სადაც 1953 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ეს ადგილი დღეს ცნობილია ,,ამირანის–გორა”-ს სახელით, რომელზეც არის ლომისის სალოცავის ნაშთები. ლეგენდის მიხედვით აქედან გადაუბრძანებიათ ლომისის ხატი ლომისას სალოცავში. ახალციხეში შემორჩენილია ასეთი ლექსი:
ლომისას ჯაჭვი ჰკიდია
არვინ არ იცის ვისია,
ე ჯაჭვი ჩემი ძმისია
მესხეთით (შავშეთით) წამოღებული
შავგრემანაის ყმისია.






No comments:

Post a Comment